ბათუმში მიმავალი სამტრედიაში გამაჩერეს და უკან მოვყავარ თბილისში პოლიციას - აქტივისტი

20.10.25 11:57
ბათუმში მიმავალი სამტრედიაში გამაჩერეს და უკან მოვყავარ თბილისში პოლიციას - აქტივისტი

 

 

პოლიციამ კიდევ ერთი აქტივისტი დააკავა. ამის შესახებ თამარ თოთლაძე სოციალურ ქსელში თავად წერს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა ის ბათუმში მიმავალი, გზიდან ჩამოსვეს და უკან, თბილისში წამოიყვანეს. 

ბათუმში მიმავალი სამტრედიაში გამაჩერეს და უკან მოვყავარ თბილისში პოლიციას, - წერს თოთლაძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 ოქტომბერს გზის გადაკეტვსი რბალდებით პოლიციამ 14 პირი დააკავა. შსს-ს განცხადებით, იდენტიფცირებულია კიდევ 13 პირი, რომელთა მიმართაც სამართალწარმოება გაგრძელდება.  

მსგავსი სიახლეები