“ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს
“ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაკავებამდე თავად დაწერა.
“ჩემამდეც მოვიდნენ ! მომაკითხეს მილიციელებმა ! “ - წერს ის.
ჩემამდეც მოვიდნენ ! მომაკითხეს მილიციელებმა !
რო გონიათ ან მე შემეშინდება ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ან ჩემს რომელიმე მეგობარს !
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ ქართული ოცნება / Georgian Dream
რუსებო!!! p.s დე-მა ბებო/ბაბუ არ ინერვიულოთ,- წერს ის.
როგორც ირკვევა ჟურნალიტს საკუთარ სახლთან დახვდნენ და იქ აიყვანეს. მასთან ერთად იმყოფებოდა მის ძმა, რომელიც ვარაუდობს, რომ ჟურნალისტი გზის გადაკეტვისთვის დააკავეს. მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
განახლება: იხილეთ ფორმულას განცხადება ქეთა ციცქიშვილის დაკავებაზე:
დღეს, 20 ოქტომბერს, რეჟიმის პოლიციამ დააკავა "ფორმულას" კიდევ ერთი წამყვანი, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი. მიზეზი, სავარაუდოდ, აქციაში მონაწილეობაა.
გუშინ რეჟიმის სასამართლომ ანალოგიური საბაბით 6 დღით საპატიმროში ჩასვა "ფორმულას" წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია.
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა.
მოვითხოვთ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას, ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა კრიტიკული მედიის დევნისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს.
მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, "ფორმულა" განაგრძობს თავისუფალი სიტყვის დაცვას.