ადვოკატი: სამოქალაქო აქტივისტს თავისუფლება უკანონოდ აქვს აღკვეთილი - აუდიო-ჩანაწერი

20.10.25 13:30
ადვოკატი: სამოქალაქო აქტივისტს თავისუფლება უკანონოდ აქვს აღკვეთილი - აუდიო-ჩანაწერი

ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, თამარ თოთლაძეს თავისუფლება უკანონოდ აქვს აღკვეთილი.

ადვოკატმა “პირველებს“ ის აუდიოჩანაწერი მიაწოდა, სადაც სამოქალაქო აქტივისტს ესაუბრება, რომელიც პოლიციას სამტრედიიდან თბილისში გადმოჰყავს.

  • ადვოკატი: შენ ვინმემ გითხრა, რომ დაკავებული ხარ?
  • სამოქალაქო აქტივისტი: არა
  • ადვოკატი: მანქანაში რამდენი ადამიანი იმყოფებით?
  • სამოქალაქო აქტივისტი: ჩემი ჩათვლით სამი
  • ადვოკატი: ანუ გვერდით პოლიციელი გიზის და წინაც გიზის პოლიციელი.
  • სამოქალაქო აქტივისტი: კი
  • ადვოკატი: მანქანიდან გადასვლის უფლებას გაძლევენ?
  • სამოქალაქო აქტივისტი: არა
  • ადვოკატი: შენი უფლებები განგიმარტეს?
  • სამოქალაქო აქტივისტი: არა
  • ადვოკატი: შენს ოჯახის წევრებს ან ახლობლებს დაუკავშირდნენ?
  • სამოქალაქო აქტივისტი: ბიძაჩემი იყო ჩემთან ერთად და მითხრეს, რომ ნომერი გვითხარით და დავურეკავთო.
  • ადვოკატი: შენ თავისუფლება ხომ აღკევთილი გაქვს, ანუ არ გაქვს უფლება რომ მაგ მანქანიდან ჩახვიდე და წახვიდე?
  • სამოქალაქო აქტივისტი: კი
  • ადვოკატი: სახელი და გვარი გახსოვს პოლიციელის?
  • სამოქალაქო აქტივისტი: ვლადიმერ დვალიშვილი
  • ადვოკატი: რაიმე ოქმი, ან დადგენილება თუ გაგაცნეს?
  • სამოქალაქო აქტივისტი: არანაირი
  • ადვოკატი: რა გითხრეს, სად მიდიხარო?
  • სამოქალაქო აქტივისტი: სასამართლოში უნდა წარგადგინოთო.
  • ადვოკატი: შენ დაბარებული იყავი დღეს სასამართლოში?
  • სამოქალაქო აქტივისტი: არა
  • ადვოკატი: ვინმე დაგიკავშირდა და გითხრა, რომ სასამართლოში გამოცხადდი, ან თბილის არ დატოვოო? ან რამე დოკუმენტი გადმოგცა ვინმემ ოდესმე?
  • სამოქალაქო აქტივისტი: საერთოდ არაფერი არ ყოფილა

დღეს პოლიციამ ჯამში 4 პირი დააკავა. 

მსგავსი სიახლეები