როგორ ფიქრობთ, ვახო სანაია არის ტყვეობაში და კობახიძე თავისუფლებაზე? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

20.10.25 15:55
როგორ ფიქრობთ, ვახო სანაია არის ტყვეობაში და კობახიძე თავისუფლებაზე? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს.

მამა დოროთე მიიჩნევს, რომ ვახო სანაია თავისუფალი ადამიანია, ხოლო “კობახიძე ,პაპუაშვილი, სამხარაძე და სხვები და სხვები არიან ეშმაკის ტყვეობაში.“

როგორ ფიქრობთ, ვახო სანაია არის ტყვეობაში და კობახიძე , პაპუაშვილი ,სამხარაძე თავისუფლებაზე? არა და არა , კობახიძე ,პაპუაშვილი, სამხარაძე და სხვები და სხვები არიან ეშმაკის ტყვეობაში. ვახო სანაია არის თავისუფალი ადამიანი.

ჩემი თანადგომა ვახოს და ყველა თავისუფალ ადამიანს, სიმართლეში გაჯიუტებულ, უდრეკ პატიმრებს",- წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.

ვახო სანაია საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვისთვის გუშინ დააკავეს.

მსგავსი სიახლეები