სისტემის მიზანია, რომ ჩვენ რაღაცნაირად შევდრკეთ, მაგრამ ეს არ მოხდება - ბექა ყორშია
თბილისის საქალაქო სასამათლოში ამ წუთებში „ფორმულას“ დაჭერილი ჟურნალისტის ქეთა ციცქიშვილის პროცესი იწყება. საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს.
პროცესის პარალელურად სასამართლოში შეკრებილები არიან ჟურნალისტის მეგობრები და კოლეგები.
ციცქიშვილის მხარდამჭერებს შორისაა, ჟურნალისტი ბექა ყორშია, რომელიც ამბობს, რომ “ჟურნალისტების მიმართ აგრესია, ე.წ. ხელისუფლების მხრიდან არ ახალია, მაგრამ არ ეშინიათ“.
სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმარს, სოლიდარობა ქეთა ციცქიშვილს, სოლიდარობა ყველას, ვინც უკანონოდ არის დატყვევებული, ჟურნალისტების მიმართ აგრესია, ე.წ. ხელისუფლების მხრიდან არ ახალია, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 5 ივნისს დაიწყო, გვინახავს, როგორ მიუქსიეს ტიტუშკები მაკა ჩიხლაძეს, გურამ როგავას, ახლა უკვე დაჭერებზეც გადავიდნენ, მაგრამ არ გვეშინია, სისტემის მიზანია, რომ ჩვენ რაღაცნაირად შევდრკეთ, მაგრამ ეს არ მოხდება. ქეთა ციცქიშვილის სახე დღეს მანქანიდან, ამის ყველაზე ნათელი დასტურია, - ამბობს ბექა ყორშია.