ბაღში აღმზრდელმა ბავშვი სცემა - რა ბედი ელის ძალადობაში მხილებულ პედაგოგს

20.10.25 21:06
ბაღში აღმზრდელმა ბავშვი სცემა - რა ბედი ელის ძალადობაში მხილებულ პედაგოგს

საბავშვო ბაღში აღმზრდელმა მცირეწლოვანი სცემა. ყველაფერი სადემონსტრაციო ვიდეოს გადაღებით დაიწყო, როგორ კარგად ამეცადინებს მოსწავლეებს ხილის და ბოსტნეულის გარჩევაში.  

ამ ვიდეოს გადაღების დროს პედაგოგს ერთ-ერთი მოსწავლის სევდიანი სახე არ მოეწონა, ბავშვის ტირილი კადრს უფუჭებდა, ამიტომ სამ წლამდე ასაკის აღსაზრდელს, სილა გააწნა. ვიდემასალით რჩება განცდა, რომ პედაგოგმა ატირებული მოსწავლის ცემა არასრულწლოვნების თანდასწრებით შემდეგაც გააგრძელა. 

როგორც ირკვა, მცირეწლოვანზე ძალადობის ამსახველი დანაშაულებრივი კადრები თავად მოძალადე მასწავლებელმა გადაიღო, შემდეგ კი შეცდომით მშობელს გაუგზავნა. ფაქტების გადასამოწმებლად "პირველები" იმ საბავშვო ბაღში მივედით, სადაც მოძალადე მასწავლებელი მუშაობდა. საჯარო ბაღში მომხდარი ძალადობის ამბავი თავდაპირველად უარყვეს, შემდეგ კი თქვეს, რომ მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

"პირველების" ინფორმაციით, მოზარდზე ძალადობის საქმეზე საჩივარი საგამოძიებო უწყებაში ორი დღის წინ შევიდა. წყარო გვიყვება, რომ მომჩივარი დაზარალებული მოზარდის მშობელია, თუმცა ბავშვის დედამ ჩვენთან საუბრისას ეს უარყო. ამავე წყაროს ინფორმაციით, ბაღის დირექტორი ნათია ნარსია და ძალადობაში მხილებული მასწავლებელი "ქართული ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერები არიან და მოზარდზე განხორცილებული ძალადობის შემდეგ დაზარალებული მოზარდის დედას სთხოვდნენ, რომ საგამოძიებო უწყებისთვის არ მიემართა.

დეტალები ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები