საკლასო ოთახების ნაცვლად გაკვეთილები დერეფნებში და სპორტდარბაზში - რა ხდება 22-ე სკოლაში

20.10.25 21:43
საკლასო ოთახების ნაცვლად გაკვეთილები დერეფნებში და სპორტდარბაზში - რა ხდება 22-ე სკოლაში

22-ე საჯარო სკოლაში 1 000-მდე მოსწავლეს განათლების მიღება საფრთხის შემცველ გარემოში უწევს. სკოლაში სამშენებლო სამუშაოები სასწავლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს, რის შემდეგაც მეოთხე სართულის იატაკი და მესამე სართულის ჭერი ნაწილობრივ დაიწია. საკლასო ოთახებში ქვების ცვენა დაიწყო. შეშინებული მშობლების უმეტესობა შვილებს სკოლაში აღარ უშვებს. არსებული მძიმე მდგომარეობის გასაპროტესტებლად მშობლები დღეს სკოლასთან შეიკრიბნენ.

22-ე საჯარო სკოლაში ვითარება იმდენად რთულია ბავშვებს გაკვეთილები დერეფნებსა და სპორტდარბაზში უტარდებათ. რთული ვითარებაა საპირფარეშოებშიც, სადაც წყალი ჩამოდის, არც კარები იკეტება და სრული ანტისანიტარიაა. მშობლები სამხარაულის ექსპერტიზის ჩატარებას და დასკვნის დადებამდე მათი შვილების უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ითხოვენ.

კორპუსის ავარიულობის შესახებ, მშობლების მტკიცებით, ინფორმაცია დიდი ხანია აქვს დირექციას. ამიტომ, ერთ-ერთი ფლიგელი გაარემონტეს, რომლითაც 22- ე სკოლის მოსწავლეებს უნდა ესარგებლათ, თუმცა იქ წლებია მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჰყავთ შეხიზნული, თავად მე-10 საჯარო სკოლა 6 წლის წინ დაანგრიეს, მაგრამ ამ დრომდე ახალი არ ააშენეს.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები