ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს

20.10.25 21:48
ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს

ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით, დანით აქვთ მიყენებული. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ამ დროისთვის, უცნობია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემთხვევის დეტალები.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები