პოლიციამ დალუქა პირბადე, რომელსაც მოქალაქე მეტროში სეზონური ვირუსებისგან თავდაცვისთვის იყენებდა
პოლიციამ დალუქა პირბადე, რომელსაც მოქალაქე მეტროში სეზონური ვირუსებისგან თავდაცვისთვის იყენებდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ახალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, სალომე სომხიშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, პოლიციამ გამვლელი გააჩერა, რომელმაც განმარტა, რომ აქციაზე არ დადიოდა და პირბადეს უბრალოდ მეტროში იკეთებდა.
ახლა გააჩერეს გამვლელი, აქციაზე არ დავდივარო, მეტროში ვიკეთებ პირბადესო და მისი პირბადეც დალუქეს სახელოვნად," - წერს სალომე სომხიშვილი.
[ფოტო: "ნეტგაზეთი", არქივი]