"არ ვაპირებთ ახლა თქვენ დაკავებას, დაგიკავშირდებითო და გამოგვიშვეს" - უფლებადამცველი თავართქილაძეზე

21.10.25 00:39
"არ ვაპირებთ ახლა თქვენ დაკავებას, დაგიკავშირდებითო და გამოგვიშვეს" - უფლებადამცველი თავართქილაძეზე

უფლებადამცველი ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ განყოფილებაში თავისი ფეხით მისულ გიორგი თავართქილაძეს ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს. რეჟისორმა დაწერა, რომ სასამართლოში ნებაყოფლობით გამოცხადდება თუ დაიჭერენ. 

ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, გიორგი თავართქილაძეს პოლიციის განყოფილებაში უთხრეს, რომ არ აპირებდნენ მის დაკავებას და გამოუშვეს. 

რეჟისორი გიორგი თავართქილაძე თავისი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში, გზა გადავკეტე და ჩემი თანამებრძოლებივით მეც დამაკავეთო.

ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს და დაწერა, ნებაყოფლობით გამოვცხადდები სასამართლოში, თუ დაგჭირდებითო. 

არ ვაპირებთ ახლა თქვენ დაკავებას, დაგიკავშირდებითო და გამოგვიშვეს.

ასეთი უშიშარი ადამიანები დაანგრევენ სისტემას," - წერს ნიკა სიმონიშვილი. 

იხილეთ ასევე:

მსგავსი სიახლეები