"გადახეული ოქმი შემოიტანეს, არ ვიცი ვინ ვის დაახია თავზე, დასკოჩილი იყო" - გუჯა ავსაჯანიშვილი

21.10.25 11:28
"გადახეული ოქმი შემოიტანეს, არ ვიცი ვინ ვის დაახია თავზე, დასკოჩილი იყო" - გუჯა ავსაჯანიშვილი

"გადახეული ოქმი შემოიტანეს, არ ვიცი ვინ ვის დაახია თავზე, დასკოჩილი იყო" - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტის, თამარ თოთლაძის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა. 

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 6 საათის განმავლობაში უკანონოდ იყო დაკავებული, პროცესზე კი პირველივე წუთებიდან ჩანდა, რომ გადაწყვეტილება იყო დაწერილი.

აუდიო ჩანაწერებში ნათლად ჩანდა ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო უკანონოდ დაკავებული მთელი 6 საათის განმავლობაში, განიცდიდა სტრესს და აქვე ჩანდა, დამკავებელი პირი აუდიო ჩანაწერში ეუბნება, ის არ იმყოფება დაკავებული და როგორ შეიძლება ადამიანი 6 საათი პოლიციის მანქანაში გყავდეს ისე, რომ თან დაკავებული არ იყოს. ეს გარემოებები მოსამართლეს უნდა გაეთვალისწინებინა.

ასევე, საქმეზე არ იყო წარმოდგენილი საკმარისი და რელევანტური მტკიცებულებები და ამის გამო ჩვენ ვითხოვდით 6 მოწმის დაკითხვას, რომლებიც უშუალოდ დოკუმენტებს ხელს აწერდნენ, ოქმი რაც ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადახეული ოქმი შემოიტანეს, არ ვიცი ვინ ვის დაახია თავზე და შემდგომ დასკოჩილი იყო აღნიშნული ოქმი. მოსამართლეს ვეუბნებოდი, რომ ეს ოქმი რომ ფალსიფიცირებული არ არის აღნიშნულთან დაკავშირებით მაინც დავკითხოთ-თქო მოწმე, მაგრამ პირველივე წუთებიდან, როდესაც ეს შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, ჩანდა რომ გადაწყვეტილება იყო დაწერილი," - განაცხადა გუჯა ავსაჯანიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ აქტივისტი თამარ თოთლაძე, გუშინ, დააკავეს. მას გზის გადაკეტვის გამო, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

მსგავსი სიახლეები