ავარია ოზურგეთში - დაშავდა 4 ადამიანი
ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
დაშავებულთა შორის მცირეწლოვანიცაა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.