მტკიცედ ვუჭერთ მხარს ტრამპის პოზიციას, რომ უკრაინაში ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს - ევროპელი ლიდერების განცხადება

21.10.25 12:09
მტკიცედ ვუჭერთ მხარს ტრამპის პოზიციას, რომ უკრაინაში ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს - ევროპელი ლიდერების განცხადება

მტკიცედ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, რომ უკრაინაში ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს - ამის შესახებ ევროპელი ლიდერების, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბისა და დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. 

ევროპელი ლიდერები ხაზგამისთ აცხადებენ, რომ „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის სურვილის გარშემო, რომელსაც უკრაინელი ხალხი იმსახურებს, გაერთიანებულები არიან“.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, რომ ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და კონტაქტის არსებული ხაზი მოლაპარაკებების დაწყების წერტილი უნდა იყოს. ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით იმ პრინციპის, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ეკონომიკასა და მის თავდაცვის ინდუსტრიაზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. 

რუსეთის დროის გაჭიანურების ტაქტიკამ არაერთხელ დაადასტურა, რომ მშვიდობის მიღწევის მიმართ სერიოზულად მხოლოდ ერთი მხარე, მხოლოდ უკრაინაა განწყობილინათელია, რომ უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს, როგორც ცეცხლის შეწყვეტამდე, ისე მის დროსა და მის შემდეგ. ჩვენ რუსეთის ეკონომიკასა და მის თავდაცვის ინდუსტრიაზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, ვიდრე პუტინი მშვიდობისთვის მზად არ იქნება. ვმუშაობთ ზომებზე, რომ გაყინული რუსული აქტივების სრული ღირებულება გამოვიყენოთ, რათა უკრაინას საჭირო რესურსები ჰქონდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები