4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულს ციხეში სათვალე წაართვეს, ცალ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა
სინდისის პატიმარი, კონსტანტინე კოკაია ციხიდან წერილს აგზავნის და წერს, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ექიმთან არ მიჰყავთ, მარცხენა თვალში ვერ ხედავს, უჰაერობა და უძილობა აქვს და 1-2 დღე სიცხე ჰქონდა, გაციებული იყო.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კაცის წერილის მიხედვით, მას არც ბარათი აქვს და არც დარეკვის უფლებას აძლევენ.
ნინი მამი სანერვიულოდ არ გწერ, მაგრამ სიმართლე და ფაქტი ესეა: 10-11 დღეა აქ ვარ. ჩამწერეს კარდიოლოგთან - არ წამიყვანეს. ჩამწერეს თვალის ექიმთან - არ წამიყვანეს. მარცხენა თვალში ვერ ვხედავ. გაციებული ვიყავი - ექიმთან არ წამიყვანეს. "აჩკები" წამართვეს არ შეიძლება რკინაო. ექიმმა 5 შუნტიან და 4-სტენდიან კაცს დიეტა არ დამინიშნა. უჰაერობა და უძილობა მაქვს მაგარი. ბიჭებმა მომარჩინეს კამერაში. სიცხეები მქონდა 1-2 დღე. უნდა ეხვეწო, რომ წნევა გაგისინჯონ. საჭმელი ჯოჯოხეთია. კიდევ დაბლოკილი ვარ - არა ბარათი, არ დარეკო. შეზღუდვაა ჩემზე. ბიჭები მიდგანან ძმებივით გვერდით, რისიც მადლობელი ვარ, ამათ გაიხარონ და მალე გათავისუფლდნენ. მე კორპუსის ექიმთან აღარ მივალ," - წერს კონსტანტინე კოკაია.