LOUDspeakers-ი: რუსული რეჟიმი, უდანაშაულო ადამიანებს ფიზიკურად ატყვევებს, მაგრამ ვერასდროს მოახერხებს მათი თავისუფლებისკენ სწრაფვის შეჩერებას
LOUDspeakers-ი, სოციალურ ქსელში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და Facebook-ის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
ჯგუფი წერს, რომ რუსული რეჟიმი ვერასდროს მოახერხებს სამშობლოსთვის მებრძოლი უდანაშაულო ადამიანების თავისუფლებისკენ სწრაფვის შეჩერებას.
რუსული რეჟიმი, სამშობლოსთვის მებრძოლ უდანაშაულო ადამიანებს ფიზიკურად ატყვევებს, მაგრამ ვერასდროს მოახერხებს მათი ბრძოლის და თავისუფლებისკენ სწრაფვის შეჩერებას," - წერს LOUDspeakers-ი.