სამოქალაქო აქტივისტი კონსტანტინე (კოკო) მიქაია დააკავეს
სამოქალაქო აქტივისტი კონსტანტინე (კოკო) მიქაია დააკავეს. შესაბამის ვიდეო მასალას ფოტოგრაფი, გიორგი მოსიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კოკო მიქაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვისთვის დააკავეს.
კოკო მიქაია "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერის, კახა მიქაიას შვილია.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად მოქალაქეებს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით აკავებენ.
დაკავებულების ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც არიან.