ჩაგვრა არავის შერჩება! ბრძოლა ბოლომდე! - ლევან ჯობავას წერილი იზოლატორიდან
სამოქალაქო აქტივისტი, ლევან ჯობავა იზოლატორიდან წერილს აგზავნის და წერს, რომ "ჩაგვრა არავის შერჩება".
გზის გადაკეტვის გამო 14 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაშვებული აქტივისტი ბოლომდე ბრძოლას აანონსებს და მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის ხალხის მადლობას უხდის.
სალამი ხალხო,
მერიდება კიდეც პატიმრის ამპუაში ვიყო და ვწერდე მაშინ, როცა მესამე დღეა იზოლატორში ვარ, თან იმ ფონზე, როცა ადამიანები თვეობით ჰყავს ტყვეობაში რეჟიმს.
აქ, კამერაში სულ აქციის ხალხი ვართ. მხნედ ვართ.
ტელევიზორის ყურებსი ერთ საათს საინფორმაციოების გადახვევაში ვატარებთ. მადობა ყველას ჩვენი ოჯახი თანადგომისთვის. მადლობა მხარდაჭერისთვის. მადლობა ბრძოლისთვის. ჩაგვრა არავის შერჩება. მხნედ იყავით და ერთმანეთს გაუფრთხილდით. ბრძოლა ბოლომდე! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს"- წერს ლევან ჯობავა.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ლევან ჯობავას 19 ოქტომბერს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვისა და სახის შენიღვბის საბაბით 14 პირი დააკავა.