"ნუ დარდობთ" - მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის მიერ დაანონსებულ სავიზო სანქციებზე დუმს
"ნუ დარდობთ!" - ასე პასუხობს "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის მიერ დაანონსებულ სავიზო სანქციებზე "პირველების" მიერ დასმულ კითხვას.
ბოჭორიშვილმა დღეს დუმილი არჩია და "ტვ პირველის" არცერთ კითხვას არ უპასუხა, არ თქვა, ელოდება თუ არა უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ბრიუსელიდან.
რატომ ზეიმობთ? თქვენ ქართველ ხალხს ერჩით... რას ერჩით? - ამბობს ბოჭორიშვილი
ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროკომისარმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მზადდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების ერთ ნაწილს შესაძლოა ევროკავშირში შესასვლელად სავიზო რეჟიმი დაუწესდეს.
ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ექვსსაათიანი მსჯელობის შემდეგ გაკეთდა და აღქმულია როგორც მკაცრი სიგნალი ხელისუფლებისადმი. ევროპელი პარტნიორების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ საკუთარი პოლიტიკით ქვეყანას აშორებს ევროპულ კურსს, რის გამოც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების საფრთხე სულ უფრო რეალურია.