მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ იმედა კლდიაშვილი 9 დღით ციხეში გაუშვა
სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, იმედა კლდიაშვილი 9 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.
სასამართლო პროცესის დროს, აქტივისტმა განაცხადა, რომ მან ნამდვილად გადაკეტა გზა, თუმცა არ ეთანხმება იმას, რომ რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის საკმარისი რაოდენობა არ იყო.
მე ერთიც რომ ვიყო, მაქვს უფლება გადავკეტო რუსთაველი. მე ერთ ადამიანს გამიკეთებია აქციები, რომელსაც გამოხმაურება ჰქონია. მე ვკეტავდი კი რუსთაველს, მაგრამ არ ვეთანხმები, რომ საჭირო რაოდენობა არ ვიყავით," - განაცხადა იმედა კლდიაშვილმა.
ცნობისთვის, პოლიციამ იმედა კლდიაშვილი დღეს დააკავა. მას უფლებადამცველები 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ.