საქალაქო სასამართლოში რეჟისორ გიორგი თავართქილაძის პროცესი ჩაინიშნა

21.10.25 18:06
საქალაქო სასამართლოში რეჟისორ გიორგი თავართქილაძის პროცესი ჩაინიშნა

საქალაქო სასამართლოში რეჟისორ გიორგი თავართქილაძის პროცესი ჩაინიშნა. 

თავართქილძე გუშინ თავად მივიდა პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა, რომ თანამებრძოლებთან ერთად ქუჩას ისიც კეტავდა.

მის საქმეს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი განიხილავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ პროცესს სავარაუდოდ, ვერც რეჟისორი და ვერც მისი ადვოკატი ვერ დაესწრებიან, რადგან ისინი წინასწარ საქმის კურსში არ ჩააყენეს.

როგორც ირკვევა, მათ რამდენიმე წუტის წინ დაურკეს და აცნობეს, რომ სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები