ავტო რეექსპორტის რეკორდული ზრდა - ექსპერტები საეჭვო სქემებზე საუბრობენ
ავტო რეექსპორტის საეჭვო ზრდა - საქართველოდან ყირგიზეთში, რომელიც შუა აზიის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, მხოლოდ 9 თვეში, 1 მილიარდის ღორებულების ავტომობილები გავიდა. სიაში ასევე მოხვდნენ ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი.
ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არ არის რეალური მონაცემები და ავტომობილები, რომლებიც ფორმდება, რომ თითქოს ცენტრალურ აზიაში გადის, რჩება რუსეთში და მათი თქმით, “ეს არის სქემა, რომელსაც დიდი წარმატებით ამუშავებს კრემლი, ხოლო თვალს ხუჭავს “ქართული ოცნება“.
სქემა არის მარტივი, იგეგმება ქაღალდზე იმპორტი საქართველოდან ყირგიზეთში მანქანების, შემდეგ უკვე, როდესაც ეს მანქანები ტოვებენ საქართველოს, ხშირ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის გავლით, ეს მანქანა არასოდეს არ შედის ყირგიზეთის ტერიტორიაზე. ანუ გზაში იკარგება დიდი რაოდენობით ავტომანქანები, თუმცა, იკარგება ბრჭყალებში, რადგან ეს მანქანები შედის რუსეთში და რჩება იქ. საქართველო, მთელი მსოლფლიოს მასშტაბით გახდა რუსეთთან ირიბი ვაჭრობის სატრანზიტო კორიდორიდ. ამას აქვს თავისი რისკები, რადგან თუ მეორადი სანქციები დაწესდა, შესაძლოა ყველაფერი დასრულდეს, - ამბობს ექსპეერტი.
“ქართული ოცნების“ ეკონომიკურ გუნდს “პირველებმა“ ჰკითხა, მართლა სჯერათ თუ არა, რომ ამ ოდენობის და თანხის ავტომობილები გადის ყირგიზეთში, თუმცა მათ კითხვას არ უპასუხეს.