საქართველო სანქციების რისკის ქვეშ - გადაიქცა თუ არა ქვეყანა რუსეთისთვის ავტოექსპორტის შავ ხვრელად?
საქართველოს ავტოექსპორტის სტატისტიკა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. მხოლოდ 9 თვეში ექსპორტის მოცულობამ 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც ნახევარი მხოლოდ ყირგიზეთზე მოდის. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში - ყირგიზეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში ავტომობილების ექსპორტში უპრეცედენტო ზრდაა დაფიქსირებული, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ საბოლოო დანიშნულების წერტილი რეალურად რუსეთია.
მხოლოდ წელს საქართველოდან ყირგიზეთში 31 ათასი ავტომობილი გავიდა, საშუალო ღირებულებით 32 ათასი დოლარი თითოეულზე. ექსპერტების შეფასებით, ეს ზრდა არ აიხსნება რეგიონის შიდა მოთხოვნით - ცვლილება სწორედ იმ დროიდან დაიწყო, რაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთთან სავაჭრო სანქციები დაუწესდა.
მეორე ადგილზეა ყაზახეთი 567 მილიონი დოლარით, ხოლო თურქმენეთსა და უზბეკეთში ექსპორტის ზრდა 1830% და 562%-ს აღწევს. ოფიციალურად ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებში მზარდად განიხილავენ საქართველოს როგორც შუამავალ რგოლს რუსეთის სანქციების შემოვლის სქემაში.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არსებული ტენდენცია მეორადი სანქციების რისკს ზრდის, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოდან გასული ავტომობილების დიდი ნაწილი საბოლოოდ რუსეთის ბაზარზე რჩება.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.