მოსამართლე ნინო ენუქიძემ კონსტანტინე მიქაიას 14 - დღიანი პატიმრობა შეუფარდა

21.10.25 19:06
მოსამართლე ნინო ენუქიძემ კონსტანტინე მიქაიას 14 - დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკავებული კონსტანტინე მიქაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 14 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიქაიას "გზის ხელოვნურად" გადაკეტვას ედავებოდა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად მოქალაქეებს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით აკავებენ.

დაკავებულების ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც არიან. 

მსგავსი სიახლეები