მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მწერალი ბექა ქურხული 8 დღით ციხეში გაუშვა

21.10.25 19:30
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მწერალი ბექა ქურხული 8 დღით ციხეში გაუშვა

სასამართლომ  მწერალი ბექა ქურხული 8 დღით ციხეში გაუშვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

გადაწყვეტილებამდე სიტყვის უფლებით ისარგებლა დაკავებულმა და თქვა, რომ ადასტურებს პროტესტში აქტიურ მონაწილეობას, თუმცა, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, არც ერთი წამით, ვადასტურებ, რომ პროტესტში აქტიურად ვმონაწილეობ, 15 დღეს მომისჯიან თუ 15 თვეს, ჩემთვის მთავარია ღირსება და როგორ შევხედავ თვალებში ჩემი მეგობრებს და ჩემს ხალხს. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს,- თქვა მან.

მწერალი ბექა ქურხული დღეს საკუთარ სახლთან დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად მოქალაქეებს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით აკავებენ.

დაკავებულების ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც არიან. 

მსგავსი სიახლეები