"ფორმულას" თანამშრომელს, ცირა ჟვანიას 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
"ფორმულას" თანამშრომელს, ცირა ჟვანიას 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
პოლიციამ "ფორმულას" თანამშრომელი ცირა ჟვანია, რომელიც ტელეკომპანიის სოციალური მედიის განყოფილებაში მუშაობს, დღეს დილას დააკავა.