ე.წ. ზაკონებს ე.წ. პარლამენტი 3-4 დღეში იღებს, რაც საქართველოში ბუნებაშიც კი არ არსებულა - გიორგი ბურჯანაძე

21.10.25 21:10
ე.წ. ზაკონებს ე.წ. პარლამენტი 3-4 დღეში იღებს, რაც საქართველოში ბუნებაშიც კი არ არსებულა - გიორგი ბურჯანაძე

ჩვენ გვაქვს ბევრი უკანონობა ქვეყანაში, მაგალითად ე.წ. ზაკონებს ე.წ. პარლამენტი 3-4 დღეში იღებს, რაც საქართველოში ბუნებაშიც კი არ არსებულა, - ამის შესახებ “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივმა მრჩეველმა გიორგი ბურჯანაძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში შეუძლებელია 3 დღეში კანონი იქნეს მიღებული, რადგან“ ცხვრის ფარსაც მეტი დრო დასჭირდება წესების შესამუშავებლად და განსახილველად“.

მისივე თქმით, “ციხეში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ, ხოლო ძალაუფლება უპყრიათ ხელთ ლეგალისტური მანტიით შეპყრობილ კრიმინალებს.“

დღეს გისოსებს მიღმა არიან სამაგალითო ადამიანები, რომლებიც გამორჩეული მოქალაქეები არიან. პარადიგმა იცვლება, ციხეში დაკავებულები არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ, რომლებიც გამორჩეულები არიან, და პირიქით, ვისაც ძალაუფლება უპყრიათ ხელთ ისინი არიან კრიმინალები, ლეგალისტური მანტიით შეპყრობილები. ამიტომ არის  პარადოქსი ის, რაც ქვეყანაში ხდება, ამიტომ ვართ ავტოკრატიაში და ამიტომაა ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნება მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს არჩევნები, რომელიც ყალბდება, გვყავს პოლიცია, რომელიც ადამიანებს აწამებს უსულგულოდ, ანგარიშვალდებულება არ აქვთ ხალხთან პოლიტიკოსებს, ჩვენ გვაქვს ბევრი უკანონობა, მაგალითად ე.წ. ზაკონებს ე.წ. პარლამენტი 3-4 დღეში იღებს, რაც საქართველოში ბუნებაშიც კი არ არსებულა. ცხვრის ფარსაც მეტი დრო დასჭირდება წესების შესამუშავებლად და განსახილველად, როგორ შეიძლება 3 დღეში რამე კანონი იქნეს მიღებული. ეს არ შეიძლება იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები