რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა - მოქალაქეები დაკავებულ მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებენ
უწყვეტი პროტესტის 328 დღესაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. მოქალაქეებმა ტერიტორია ტრადიციულად ლენტებით შემოსაზღვრეს.
აქციის მონაწილეებს პოლიციამ უკე მოუწოდა, სავალი გზა გაათავისუფლონ, თუმცა უშედეგოდ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ გზის გადაკეტვის გამო დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ და უსამართლობის განცდა აქვთ.
ერთადერთი, დღეს რის გამოც ვარ გზაზე გადმოსული, ეს არის, რომ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა პოლიტპატიმარს, მალე გათავისუფლებას ვუსურვებ ამ ადამიანებს და დარწმუნებული ვარ ისე, როგორც არასდროს, რომ ამ ომს ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, - ამბობს აქციის მონაწილე.
რა ხდება რუსთაველზე ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის ჩართვაში.