ძალიან მტანჯავს ჩემ მცირეწლოვან შვილებზე ფიქრი, მათი მარჩენალი ხომ მე ვიყავი - ლაშა ივანაძის წერილი ციხიდან
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ლაშა ივანაძე გლდანის ციხიდან წერილს აქვეყნებს და ყველა იმ ადამიანს უხდის მადლობას, ვინც დაუღალავად იბრძვის ქვეყნის მომავლისთვის.
ის განსაკუთრებით ჟურნალისტებს, კერძოდ, კი ნოდარ მელაძის შაბათს გამოყოფს და ამბობს, რომ ისინი დაუღალავად იბრძვიან და მათ მხარეს დგანან.
ივანიძის თქმით, ის ნამდვილად იმყოფებოდა 4 ოქტომბერს აქციაზე, თუმცა, არანაირ ძალადობას მისი მხრიდან ადგილია რ ჰქონია.
წერს, რომ კარგადაა, თუმცა ენატრება მცირეწლოვანი შვილები, რომლებისთვისაც ერთადერთი მარჩენალია.
მოგესალმებით, თავისუფლებისთვის მებრძოლი, პატიმრობაში მყოფი, ლაშა ივანაძე. მე როგორც მუსლიმი კაცი, ამაყად ვიცავდი და დავიცავ ჩვენი ქვეყნის 5 ჯვრიან დროშას, ყოველთვის ვიდგები ბროლის წინა ხაზზე, თუ ეს ჩეკ სამშობლოს დასჭირდება, ჩვენი, ჩემი შვილებისთვის. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, კი, ვიმყოფებოდი აღნიშნულ ადგილას, მაგრამ არანაირ ძალადობას ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, არც ფიზიკურს და არც სიტყვიერს, ეს კადრებშიც ჩანს. რაც შეხება აქ როგორ ვარ? კარგად ვარ, მხნედ, ერთადერთი რაც ძალიან მტანჯავს ჩემს მცირეწლოვან შვილებზე ფიქრი და მათი ძალიან მონატრებაა. მათი მარჩენალი ხომ მე ვიყავი.
ძალიან დიდი მადლობა ჩემს ოჯახს გვერდში დგომისთვის, ყველა ჩემს ახლო მეგობარს, მარტო არ დატოვებისთვის, მადლობა ყველა მებრძოლს, რომ არ ნებდებიან და იბრძვიან უკეთესი მომავლისთვის. განსაკუთრებული მადლობა ნოდარის შაბათს დაუღალავი შრომისთვის და ყველა ჟურნალისტს, ვინც ჩვენ მხარეს დგას.
არ დანებდეთ, იბრძოლეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, მთავარია, ამის გწამდეთ. ღმერთმა დალოცოს ყველა პატრიოტი და საქართველო. პატივისცემით პატიმარი ლაშა ივანიძე