დაკავების არ მეშინია, დღესაც აქ ვდგავარ - აფხაზეთიდან დევნილი, აზა ჩილაჩავა

21.10.25 22:01
დაკავების არ მეშინია, დღესაც აქ ვდგავარ - აფხაზეთიდან დევნილი, აზა ჩილაჩავა

აფხაზეთიდან დევნილი, აზა ჩილაჩავა რუსთაველზე მიმდიანრე საპროტესტი აქციის მონაწილეა. ის ყოველდღე გადის მთავარ გამზრიზე და შეკრებილებს უერთდება.

ის პოლიციამ თავისუფლების მოედანთან ორი დღის წინ გააჩერა და პირბადის ტარების გამო ოქმიც დაუწერა.

როგორც ჩილაჩავა ამბობს, ამით ვერ შეაჩერებენ, მას დაკავების არ ეშინია, იმდენი აქვს გადატანილი, ვერც ამით შეაშინებენ.

დაკავების არ მეშინია, მეორე დღესაც გამოვედი, დღესაც ვდგავარ. როცა გამაჩერეს პირბადე მქონდა, იმიტომ მქონდა, რომ გაციებული ვიყავი, დღეს ფორმა 100 -იც მაქვს გამოწერილი, ექიმმა ვირუსი გაქვსო, პირბადის გარეშე არ იაროო. ეს რუსული რეჟიმია, ყველანაირად გვებრძვიან, ესენი ვერ დაგვამარცხებენ, ვიბრძოლებთ ბოლომდე. 71 წლის მოხუცი ვარ, ამდენი გადატანილი მაქვს დ დღეს კიდევ უნდა ვიბრძოლო, ამათ წინააღმდეგ, - განაცხადა აზა ჩილაჩავამ.

 

მსგავსი სიახლეები