ვიდეო ჩანაწერი ყალბია - ფარცხალაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
არავითარი შეხება აღნიშნულ ვიდეო რგოლთან, ფოტოსურათებთან ან ტექსტთან ოთარ ფარცხალაძეს არ გააჩნია, - ასე ეხმაურება ფარცხალაძის ადვოკატი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ციტატას, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორი ამბობს, რომ “ღარიბაშვილის დაჭერის შემთხვევაში, 10 წუთში ჩამოშლის “ქართულ ოცნებას“, ერთი ვიდეო ჩანაწერით“.
გიგა მოსიაშვილის თქმით, “არც ეხლა და არც მომვალში რაიმე სახის შემხებლობა მსგავს ფეიკ-ინფორმაციასთან ოთარ ფარცხალაძეს არ გააჩნდა და არც ექნება“.
„ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ვიდეო რგოლი, ასევე ფოტოები, სადაც გამოსახულია ბატონი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც თითქოს უთქვამს შემდეგი: -,,ღარიბაშვილის დაჭერის შემთხვევაში, 10 წუთში ჩამოვშლი “ქართულ ოცნებას” ერთი ვიდეო ჩანაწერით“. გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ აღნიშნული გახლავთ სიცრუე, ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი და არავითარი შეხება აღნიშნულ ვიდეო რგლოთან, ფოტოსურათებთან ან ტექსტთან ოთარ ფარცხალაძეს არ გააჩნია. მოვუწოდებთ ყველა პირს, ვინც ავრცელებს მსგავს სიცრუეს, სოციალურ ქსელებსა თუ მედია საშუალებებში, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და არასწორი, ცილიმწაბელური ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩვენ ვემიჯნებით მომავალში მსგავსი ცილისმწამებლური შინაარსის ინფორმაციას და ვაცხადებთ, რომ არც ეხლა და არც მომვალში რაიმე სახის შემხებლობა მსგავს ფეიკი-ნფორმაციასთან ოთარ ფარცხალაძეს არ გააჩნდა და არც ექნება!“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ipn ავრცელებს.
ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოთარ ფარცხალაძის ციტატის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა “მითების დეტექტორმაც“. მათი თქმით, ფარცხალაძის ციტატა ყალბია და მსგავსი შინაარსის განცხადება მედიაში ან სხვა ღია წყაროებში არ იძებნება.
ცნობისთვის, 21 ოქტომბერს ფეისბუქზე გავრცელდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ციტატა (1;2) სადაც ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე ამბობს: “ღარიბაშვილს დაჭერის შემთხვევაში, 10 წუთში ჩამოვშლი “ქართულ ოცნებას“, ერთი ვიდეო ჩანაწერით.”