ამას კანონი არ ჰქვია, ესაა ერთი ადამიანის ხუშტურები, რომელსაც ემორჩილებიან იქითა მხარეს მყოფნი - ნინო კალანდია

21.10.25 22:47
ამას კანონი არ ჰქვია, ესაა ერთი ადამიანის ხუშტურები, რომელსაც ემორჩილებიან იქითა მხარეს მყოფნი - ნინო კალანდია

ამას კანონი არ ჰქვია, ესაა ერთი ადამიანის ხუშტურები, რომელსაც ემორჩილებიან იქითა მხარეს მყოფი მაღალჩინოსნები, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ნინო კალანდიამ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად კანონის გამკაცრების, მაინც გრძელდება პროტესტი და იკეტება რუსთაველის გამზირი, რაც მისი აზრით, აუცილებელია.

მიუხედავად კანონის გამკაცრების, მაინც გრძელდება პროტესტი და იკეტება რუსთაველის გამზირი. პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ამ ფორმით თუ რა ფორმით ჩვენი გადასაწყვეტია, მაგრამ, მიუხედავად იმის, რომ კიდევ უფრო გამკაცრდა ე.წ. კანონები, ამას კანონი არ ჰქვია, ამას ჰქვია ხუშტურები, ერთი ადამიანის ხუშტურები, რომელსაც ემორჩილებიან იქითა მხარეს მყოფი მაღალჩინოსნები, ჩვენ თუ შევწყვიტეთ ეს პროტესტი, არავინ იცის შემდეგი ხუშტური რა იქნება. შეიძლება ისეთ აბსურდამდე მივიდეთ, რომ აგვეკრძალოს თეთრი პურის ჭამა, რადგან გადაწყვიტონ, რომ კანონდარღვევაა. ტენდენცია ესაა, რომ ამ აბსურდამდე მივალთ ალბათ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს ტროტუარზე დგომა, კანონდარღვევად ჩაითვალოს,- განაცხადა კალანდიამ.

მსგავსი სიახლეები