კონცერტზე მყოფი მოქალაქე, პოლიციამ სამედიცინო პირბადის ტარების გამო გააჩერა

21.10.25 22:57
კონცერტზე მყოფი მოქალაქე, პოლიციამ სამედიცინო პირბადის ტარების გამო გააჩერა

თავისუფლების მეტროსთან პოლიციამ გააჩერა და საბუთები მოსთხოვა მოქალაქეებს, რომლებიც Kpop არტისტის კონცერტიდან მოდიოდნენ და ერთ-ერთს სამედიცინო პირბადე ეკეთა.

მოქალაქე აცხადებდა, რომ მას კბილები არ აქვს და პირბადეც სწორედ ამიტომ ეკეთა. პოლიციამ მას სამედიცინო პირბადის მოხსნა და იდენტიფიცირებისთვის პირადობის მოწმობა მოსთხოვა, თუმცა არ აღმოაჩნდა.

ბილეთის წარდგენის შემდეგ პოლიციელებმა ისინი გაუშვეს.

“მეც თუ გამოვცდიდი ამას არ მეგონა იმიტომ, რომ უბრალოდ მივდიოდი სახლში. მარაზმია"- ამბობს მოქალაქე, რომლის ვიდეოსაც “ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

 

მსგავსი სიახლეები