შოთა ვაშაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

22.10.25 00:02
შოთა ვაშაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

33 წლის შოთა ვაშაძეს, რომელიც თურქეთის კლინიკაშია და ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის ემზადება, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

ის ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და დონორის შესაბამისობის დადასტურებას ელოდება.

თქვენი უდიდესი მხარდაჭერისა და გულისხმიერების წყალობით ჩვენ შევძელით, რომ შოთა უკვე თურქეთის კლინიკაშია, სადაც ექიმები ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე, რათა კარგი ფიზიკური მდგომარეობით შეხვდეს ყველაზე მნიშვნელოვანს - ღვიძლის გადანერგვას.

ამ ეტაპზე ტრანსპლანტაციის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, როგორც კი დადასტურდება დონორის შესაბამისობა და გვექნება დამატებითი დეტალები, აუცილებლად გაგაგებინებთ .

დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი თანადგომითა და სიყვარულით შოთა ბოლომდე მიიყვანს ამ ბრძოლას გამარჯვებამდე და მალე ერთად ვიზეიმებთ მის სრულ გამოჯანმრთელებას. 
 
ყველას უდიდესი მადლობა და აბა ჩვენ ვიცით ვიბრძვით ბოლომდე.

ანგარიშის ნომრები:

#GE64TB7012245061100091

#GE53BG0000000610707297

მიმღები ძმა, გიორგი ვაშაძე

მსგავსი სიახლეები