ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს - არიან დაშავებულები
რუსულმა ძალებმა Shahed-ის ტიპის დრონებით ზაპოროჟიეს შეუტიეს - დაშავებულია 15 ადამიანი.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მაღალსართულიან შენობასა და რამდენიმე კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.
რუსმა ოკუპანტებმა კომბინირებული დარტყმა მიიტანეს კიევზეც, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა დარტყმის შედეგების მასშტაბებზე ინფორმაცია გაავრცელა.
დნეპროვის რაიონი: რაკეტა მოხვდა 16-სართულიან კორპუსს. მე-6 სართულზე გაჩნდა ხანძარი. გადარჩენილია 10 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც.
„სამწუხაროდ, ნაპოვნია ორი ცხედარი,“ - ნათქვამია განცხადებაში.
დარნიცის რაიონი: დრონით დარტყმის შედეგად 17-სართულიანი შენობის 11-დან 16-მდე სართულები იწვოდა. გადარჩენილია 15 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. ასევე დაიწვა ორსართულიანი უძრავი შენობა - ხანძარი ლოკალიზებულია.
დესნიანსკის რაიონი: დაზიანდა 10-სართულიანი კორპუსის ფასადი, იწვოდა ავტომობილი და გაზის მილი. გადარჩენილია 20 ადამიანი.
პეჩერსკის რაიონი: დაფიქსირდა დარტყმა 25-სართულიანი სახლის ზედა სართულებში. ხანძარი მაშველების მისვლამდე იქნა ჩაქრობილი.