სროლა ვარკეთილში - რა მოხდა "ჰუალინგის" დასახლებაში

22.10.25 11:03
სროლა ვარკეთილში - რა მოხდა "ჰუალინგის" დასახლებაში

სროლა ვარკეთილში - პოლიცია ამ დრომდე ეძებს ახალგაზდა კაცს, რომელიც ადგილობრივების თქმით, გვიან ღამით "ჰუალინგის" დასახლებაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა.

როგორც ადგილზე "პირველებს" ეუბნებიან, სროლის შედეგად დაზიანებულია სამი ავტომობოლი. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყება არ ავრცელებს.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო დახმარება იყო მობილიზებული. კადრები "პირველებს" ადგილობრივებმა მოაწოდეს. 

საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ადგილზე ამ წუთებშიც გრძელდება, მოხდა პერიმეტრის დასურათება, ასევე "პირველების" ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და მიმდინარეობს ხალხის გამოკითხვა.

მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები