ნადირობა პირბადეებზე - მედიკოსები ოცნების გადაწყვეტილებას საშიშს უწოდებენ

22.10.25 13:31
ნადირობა პირბადეებზე - მედიკოსები ოცნების გადაწყვეტილებას საშიშს უწოდებენ

როგორ უნდა დაიცვან მოქალაქეებმა სეზონური ვირუსებისგან თავი იმ პირობებში, როდესაც პირბადეების ტარება დასჯადი გახდა? მედიკოსები მთავრობის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ეს, მეტადრე ცივ სეზონზე, მხოლოდ ვირუსების მასობრივ გავრცელებას გამოიწვევს. 

ექიმი ლაშა უჩავა პირდაპირ ამბობს, რომ ამ ფონზე, დაავადებათა კონტროლის დუმილი არასწორია. 

პირბადის ტარება არის ერტ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ არ დავსნეულდეთ და დავიცვათ და გარდა ამისა, თუ ვართ დასნევოვნებული, არ გადავდოთ სხვა ადამიანებს აღნიშნული ვირუსი. აქედან გამომდინარე, ეს საქციელი, ქუჩაში უბრალოდ პირბადის ტარება, ეს აკრძალვა არის ყოვლად წარმოუდგენელია. ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ სდუმს საერთოდ დაავადებათა კონტროლი, ვინაიდან დაავადებათა კონტროლის პრეროგატივაა ზუსტად, ადამიანებს ურჩიოს, გარდა იმისა, რომ გრიპით ვაქცინაცია უნდა მოხდეს, უნდა იარონ საზოგადოებრივ ადგილებში პირბადით, რომ თავი დაიცვან აღნიშნული ვირუსისგან, ვინაიდან გრიპის ვირუსი ერთ-ერთი მომაკვდინებელი გახლავთ მთელ მსოფლიოში, პირველ ადგილზე, ჰაერწვეთოვანი გადამდებ დაავადებათა შორის, - ამბობს ექიმი ლაშა უჩავა. 

გადაწყვეტილებას "არასწორს" უწოდებს კიდევ ერთი ექიმი ალექსანდრე გოგინავა. მისი თქმით, საჭიროა, სახელმწიფომ პირბადეების ტარების რეკომენდაცია გასცეს და არა პირიქით.  

ეს გადაწყვეტილება არასწორია და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის საზიანო იქნება, იმიტომ, რომ ცივ სეზონზე განსაკუთრებით, როდესაც ისედაც მატება რესპირატორული ინფექციების, მოალოდნელია, პირიქით, პირბადის გამოყენების რეკომენდაცია უნდა გასცეს სახელმწიფომ და სამედიცინო სტრუქტურებმა და არა აკრძალვის. ამით უფრო მეტად მოხდება დისკრედიტაცია და ისედაც, ჩვენ ვიცით, რომ ამ კუთხით პრობლემა გვქონდა მაშინაც კი, როდესაც ეს ცალსახადა აუცილებელი იყო პანდემიის დროს და შესაბამისად, გააუარესებს ამ კუთხით სიტუაციას და მოსახლეობის დამოკიდებულება ამ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით შეიძლება, კიდევ უფრო შეიცვალოს უარყოფითისკენ, - ამბობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

იმ ფონზე, როდესაც პირბადის ტარება დასჯადი ხდება და ყოველდღიურად პოლიცია ამ მოტივით სულ უფრო მეტ ადამიანს აჩერებს და ოქმს ადგენს,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სრულ მდუმრებაშია. 

მსგავსი სიახლეები