ირაკლი წულაია არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დააკავეს

22.10.25 13:20
ირაკლი წულაია არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი და წამყვანი ირაკლი წულაია დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ილია ღლონტი ავრცელებს.

განახლება:

რამდენიმე წუთის წინ წულაიას დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მისმა ძმამ გაბრიელ წულაიამაც.

მისი თქმით, წულაია პოლიციამ საკუთარ სახლთან მაშინ აიყვანა, როცა არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. 

„ჩემი ალალი ძმა, ჟურნალისტი ირაკლი წულაია ახლა დაიჭირეს სახლთან, არასრულწლოვანი შვილი მიყავდა და ეზოში „ჩასაფრებულები“ იყვნენ ეტყობა, სავარაუდოდ გზის გადაკეტვის გამო დაიჭირეს! იმედია ზამთარში როგორც მოექცნენ და გაუერთიანეს ცხვირ-პირი უსამართლო ძალოვნებმა, იგივენაირად არ მოიქცევიან!

4 ოქტომბრის ე.წ. “მშვიდობიანი დამხობის” მერე საერთოდ სურვილი არ მქონდა ქუჩაში გასვლის, მაგრამ „ოცნება“ მაიძულებს, რომ შევცვალო ჩემი ძმა და დღეიდან მეც აქციაზე ვიქნები, ამ დაჭერებით კიდევ უფრო ცუდ შედეგებს მიიღებთ!” - წერს გაბრიელ წულაია.

მსგავსი სიახლეები