აფხაზეთიდან დევნილ 71 წლის აზა ჩილაჩავას დაუსწრებლად ასამართლებენ
აფხაზეთიდან დევნილ 71 წლის აზა ჩილაჩავას დაუსწრებლად ასამართლებენ - პესნიონერის პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნეს და სწორედ ის ესწრება პროცესს. აქციების აქტიური მონაწილის, სავარაუდოდ, პირბადის ტარებს ედავებიან.
უჩემოდ ატარებენ როგორც ჩანს პროცესს, მე ვიყავი გრიპით, ახლაც ცუდად ვარ, მე რომ დამიჭირეს, პირბადის გამო დამიჭირეს. თავი მეტკინა, უვკე იმდენს განვიცდი. არ ვიცი სასამართლო რისთვის არის და რისთვის. მრუსმა გაგრაში გენოციდი მოგვიწყო და ის უნდა მინდოდეს? ე ყოველთვის ვიტყვი, რომ რუსი ოკუპანტია და ყოველთვის გამოვალ და დავდგები რუსთაველზე", - განაცხადა აზა ჩილაჩავამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში".
გაგრის მკვიდრს "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონით, 15-დღემდე პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება.