გამომძიებელი ვერ ამბობს, მოითხოვს თუ არა შსს სიტყვიერ შენიშვნას იმ მომიტინგეების მიმართაც, რომლებიც პოლიციაში თავად გამოცხადდებიან
შსს-ს წარმომადგენელი ვერ ამბობს, მოითხოვს თუ არა გელა გელაძის უწყება სიტყვიერ შენიშვნას იმ მომიტინგეების მიმართაც, რომლებიც გზის გადაკეტვის შემდეგ პოლიციაში თავად გამოცხადდებიან, როგორც ეს გიორგი თავართქილაძის შემთხვევაში მოხდა.
აღნიშნულის შესახებ კითხვა დღეს რეჟისორ თავართქილაძის პროცესის დასრულების შემდეგ, გამომძიებელ თამთა ქიმბარიშვილს "ტვ პირველის" ჟურნალისტმა დაუსვა.
ქიმბარიშვილმა თქვა მხოლოდ ის, რომ „ყველა პირის საქმე ინდივიდუალურია“.
„თითოეული „ქეისი“ ძალიან ინდივიდუალურია და თითოეულ პიროვნებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად.
ძალიან აბსტრაქტულად მესაუბრებით. გეუბნებით,როცა დადგება თითოეული ფატქობრივი გარემოება რეალურ დროში და როდესაც მოხდება და განხორციელედება აღნიშნული გარემოებები, იმის მხიედვით ვისმჯელებთ უკვე შემდგომში ",- განაცხადა ქიმბარიშვილმა.
"პირველების" კითხვაზე, გიორგი თავართქილაძემ დღესაც რომ გადაკეტოს გზა, როგორც ეს სასამართლო სხდომაზე დააანონსა, რას მოიმოქმედებს შსს - ქიმბარიშვილი აცხადებს, რომ "იმოქმედებენ კანონის შესაბამისად".
მოვიდეს დღევანდელი საღამო, გადავიდეს რუსთაველის გამზირზე და ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება" - ამბობს გამომძიებელი, თუმცა არ აკონკრეტებს, ეს "შესაბამისი რეაგირება" იქნება თუ არა დაკავება.
რეჟისორი გიორგი თავართქილაძე სასამართლო დარბაზიდან სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოაცხადა.
ხელოვანის მიმართ სიტყვიერი შენიშვნა სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა მოითხოვა.
რეჟისორს რუსთაველეს გამზირის გადაკეტვას ედავებოდნენ.