ვერავინ შემაშინებს, ერთი სული მაქვს როდის გავალ რუსთაველზე - გაგრელი აზა ჩილაჩავა

22.10.25 15:11
ვერავინ შემაშინებს, ერთი სული მაქვს როდის გავალ რუსთაველზე - გაგრელი აზა ჩილაჩავა

ვერავინ შემაშინებს, ერთი სული მაქვს როდის გავალ რუსთაველზე - ასეთია გაგრიდან დევნილი 71 წლის აზა ჩილაჩავას პოზიცია მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

"შეშინებულები თავად არიან" - ამბობს პენსიონერი მონაწილე, რომელიც ყოველღამე რუსთაველის გამზირზე დგას. 

არვიცოდი პროცესი რომ ტარდებოდა, ჩემმა ადვოკატმა მითხრა ხვალისთვის არის და ხვალ წაგიყვანთო. არც იმან იცოდა. იცი რა მითრა ადვოკატმა, არ უნდოდათ ამის გახმაურება და მაგიტომ უნდოდათ ჩემს გარეშე ჩაეტარებინათ. რას მელაპარაკები ბებო, ერთი სული მაქვს როდის გავალ რუსთაველზე. რატომ, ვინმე შემაშინებს? შეშინებულები აგერ ზიან შიგნით ოთახში, არცერთი არ გამოდის გარეთ", - ამბობს ჩილაჩავა "პირველებთან". 

პროევროპული, უწყვეტი აქციის აქტიური მონაწილე, 71 წლის აზა ჩილაჩავა აქციაზე სახის დაფარვის გამო, სამართალდამრღვევად სცნეს. აფხაზეთიდან დევნილ პენსიონერის,  მიმართ შსს-მ სიტყვიერი შენიშვნის მიცემა მოითხოვა, რაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დააკმაყოფილა.

აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის ქალი დღეს დაუსწრებლად გაასამართლეს. პროცცესს მხოლოდ სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი ესწრებოდა. 

მსგავსი სიახლეები