თანხა, რომლის მისაკუთრებასაც ზურაბ კაკაბაძეს ედავებიან, ხელბურთის ფედერაციის ბიუჯეტის 40%-ს შეადგენს
კორუფცია ხელბურთის ფედერაციაში - ირკვევა, რომ ფედერაციაში აუდიტი ახალმა ხელმძღვანელმა 2 წლის წინ შეიყვანა, რასაც ჯერ გამოძებსიდ აწყება, შემდეგ კი ზურაბ კაკაბაძის დაკავება მოჰყვა. აღნიშნულის შესახებ "პირველებს" ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ლევან სალუქვაძე უყვება.
სალუქვაძე ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში პროკურატურის თანამშრომლებმა ფედერაციიდან გარკვეული ფინანსური დოკუმენტაცია წაიღეს და გამოიკვლიეს.
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, თითქმის ნახევარი მილიონი , რომლის მისაკუთრებასაც ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს ედავებიან, ფედერასციის იმ პერიოდის ბიუჯეტის, დაახლოებით, 40-ია.
ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და პროკურატურა დაინტერესდა ამ ფაქტით, თუმცა დეტალები არ იყო ჩვენთვის ცნობილი. ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, როდესაც ფედერაცია გადავიბარეთ, ჩავატარეთ კერძო აუდიტი. ამ კერძო აუდიტის შედეგების მიხედვით გახდა უკვე საჭირო სახელმწიფო აუდიტი და სპორტის სამინისტროს სპეციალური აუდიტის შემოსვლა და მათი საბუთების და გარკვევის შემდეგ, ჩაერთო უკვე პროკურატურა. პროკურატურის თანამშრომლები იყვნენ მოსულები ფედერაციაში და გარკვეული ფინანსური დოკუმენტაცია წაიღეს აქიდან. რაც შეეხება თანხების გაფლანგვას, მას შემდეგ ჩვენმა ფედერაციამ დარჩენილ წლებში რაც ჩვენ აქ ვართ. ეს თანხა სახელმწიფოსთან შედგენილი გრაფიკის მიხედვით დავაბრუნეთ სახელმწიფოში. იმ პერიოდში, როცა ეს ამბავი მოხდა, ეს დასახელებული ციფრი შეადგენდა დაახლოებით წლიური ბიუჯეტის 40%-ს შეადგენდა, თუმცა ეს ვადები ასევე საჭიროებს დაზუსტებად, რადგან რამდენი წლის განმავლობაში ხდებოდა ამ თანხების გატანა, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია", - ამბობს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შესახებ განცხადება პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გააკეთა.
დაკავებულ ზურაბ კაკაბაძეს პროკურატურა სახელმწიფოს კუთვნილი 464 496 ლარის უკანონოდ მითვისებას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კაკაბაძეს 7დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.