ეკონომისტები: რუსული ნავთობის შემოტანა შესაძლოა პოლიტიკურ გარიგებებსა და ომით სარგებლის მიღების სქემებს უკავშირდებოდეს

22.10.25 15:38
ეკონომისტები: რუსული ნავთობის შემოტანა შესაძლოა პოლიტიკურ გარიგებებსა და ომით სარგებლის მიღების სქემებს უკავშირდებოდეს

ეკონომისტების შეფასებით, რუსული ნავთობის შემოტანა საქართველოში არ არის მხოლოდ სავაჭრო ოპერაცია - ეს პროცესები შესაძლოა უკავშირდებოდეს ომის პირობებში ბიზნესის ინტერესებით ნაკარნახევ პოლიტიკურ შეთანხმებებსაც. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რუსული ნავთობი საქართველოში გადამუშავებისთვის და შიდა გაყიდვისთვის შემოდის, რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად. მათი თქმით, ამით ხელისუფლებისთან დაკავშირებული ბიზნესწრეები ომით სარგებლის მიღებასა და რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ცდილობენ. 

ერთი ვარიანტია, რომ აქ შემოვა რუსული ნავთობი, რომელიც გადამუშავდება და შემდეგ ბენზინის სახით გაიყიდება საქართველოს ბაზარზე, მეორე მიზანი შეიძლება იყოს, რომ აქ შემოვა რუსული ნავთობი, გადამუშავდება და დაბრუნდება რუსეთში. ბიზნეს და პოლიტიკური ელიტა ცდილობს, რომ ა. ისარგებლოს ომით უკრაინაში და ბ. - გააღრმავოს ბიზნესკავშირები რუსეთთან. მის დასავლეთ ნაწილში გაუჭირდება მომარაგება ბენზინით საკუთარი მოსახლეიბის სინამდვილეში, შესაძლებელია, ეს არხიც გამოიყენოს, რომ გამოუშვას საქართველოში ნავთობი, ეს ნავთობი გადამუშავდება და შემდეგ დაბრუნდება ისევ რუსეთის ბაზარზე. ნორმალიზება ხდება ინტერესთა კონფლიქტის ცნების ანუ ფაქტობრივად, არანაირ პრობლემას დღეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტისთვის არ წარმოადგენს, იყო იქ პოლიტიკური ლიდერი, ვიცე-პრემიერი, მიიღო ირიბი ან პირდაპირი მონაწილეობა კონკრეტული ბიზნესპროექტის დაფინანსებაში, კონკრეტული ბიზნესმენების ხელშეწყობაში, რომ ის გამოვიდეს და შემდეგ დატოვა პოლიტიკა და არსაიდან გახდე ამ ბიზნესპროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. შესაძლოა, აქ ჰქონდეს კორუფციას ადგილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მისი უშუალო ყოფილი მოადგილე დღეს სწორედ ამ ბრალდებებით ციხეში ზის და რატომ გამოვრიცხავთ, რომ რაღაც მსგავს ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში ვიცეპრემიერის პიროვნებასთან, - ამბობსგიორგი ხიშტოვანი.

სპეციალისტები ამას არა მხოლოდ კორუფციულ რისკად, არამედ რეპუტაციულ საფრთხედაც აფასებენ, რაც საქართველოს დასავლურ პარტნიორებთან ურთიერთობებს კიდევ უფრო ართულებს. 

რაღაც კომპანიები, რომლებიც სანქცირებულნი არ არიან, რუსულ კომპანიებს ვგულისხმობ და მაგალითად, მათგან შეძენილი ნავთობი შესაძლებელია, იურიდიულად იყოს გამართული დ გარეცხილი, თუმცაღა რეპუტაციულად თუ შევხედავთ, ამ შემთხვევაში ჩვენთვის რეპუტაციულად საკმაოდ დიდი პრობლემაა და დადებითი ვერანაირად ვერ იქნება თუნდაც არასანქცირებული კომპანიის ნავთობის შემოტანა საქართველოში. საქართველოს ისედაც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის კუთხით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა დონეებზე ყოფილა საუბრები. მითუმეტეს, ახლა ასეთი რაღაცის დამატება, რომელიც რეპუტაციულად ძალიან ურტყამს, რა თქმა უნდა, დადებითი ვერანაირად იქნება, - ამბობს პაატა ბაირახტარი.

რუსულმა „როსნეფტმა“ პირველად შემოიტანა 105 ათასი ტონა ნავთობი ყულევის ტერმინალში. ამის შესახებ Reuters-მა დაწერა. ტანკერმა „კაისერიმ“ ტვირთი 6 ოქტომბერს ნოვოროსიისკიდან ჩამოიტანა.

მიუხედავად ომისა და დიპლომატიური ურთიერთობების არქონისა, რუსეთთან ეკონომიკური კავშირები გაღრმავებულია,  - წერს გამოცემა.

მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც რუსული ნავთობის შემოტანის ფაქტი დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ გემი და კომპანიები სანქციების სიაში არ არიან.

"პირველებმა" დღეს ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა, რა მიზნით შემოვიდა რუსული ნავთობი საქართველოში, თუმცა მარიამ ქვრივიშვილი დუმილის რეჟიმშია და კითხვას არ პასუხობს.

 

მსგავსი სიახლეები