დაკავებული ირაკლი წულაია კავშირზე ვერავისთან ვერ გამოდის - ადვოკატი

22.10.25 16:54
დაკავებული ირაკლი წულაია კავშირზე ვერავისთან ვერ გამოდის - ადვოკატი

დღეს დაკავებული წამყვანის, ირაკლი წულაიას პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს - როგორც მედიასთან მისმა ადვოკატმა განაცხადა, წულაიას სამართალდამცველებმა სახლთაც ჩასაფრება მოუწყვეს და არასწრულწლოვანი შვილის თანდასწერებით დაადეს ხებორკილები. 

უფლებადამცველის თქმით, წულაია ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაზარალებულია -  "მაშინ ძალიან მძიმედ, ფიზიკურად გაუსწორდნენ ირაკლის".

ადვოკატი აცხადებს, რომ წამყვანი დაკავებიდან ამ დრომდე კავშირზე არავისთან გასულა. 

როდესაც ბავშვთან ერთად სახლი დატოვა, სახლთან ელოდებოდნენ. ბავშვის თვალწინ აიყვანეს და ხელბორკილები დაადეს. რა თქმა უნდა, არავითარ გზის გადაკეტვას ადგილი არ ჰქონია. ირაკლი წულაია გახლავთ ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაზარალებული. მაშინ ძალიან მძიმედ, ფიზიკურად გაუსწორდნენ ირაკლის. ირაკლი კავშირზე ვერავისთან ვერ გამოდის მარტივი მიზეზის გამო, რადგან შსს-ს ეს ყველაფერი აქცია თავისუფლების უკანონი აღკვეთად", - აცხადებს ადვოკატი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად მოქალაქეებს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით აკავებენ.

დაკავებულების ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც არიან. 

მხოლოდ დღეს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. 

 

მსგავსი სიახლეები