ბოლომდე! გამარჯვებამდე! - 26 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური პროტესტი დაანონსდა
26 ოქტომბერი 19 საათი - გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებიდან და უწყევტი პროტესტის ერთი წლის თავზე თბილისში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. შეკრების ადგილი რესპუბლიკის მოედანი იქნება, საიდანაც აქციის მოანწილეები პარალემენტისკენ საპროტესტო მარშით გაემართებიან.
მოქალაქეები გეგმავენ, კიდევ ერთხელ უთხრან "ქართულ ოცნებას", რომ არავის ავიწყდება ის ღალატი, რომელიც ივანიშვილის გუნდმა სრულიად საქართველოს წინაშე ჩაიდინა.
ისტორიკოსი ლევან ჯავახია პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებასთან ბრძოლა მხოლოდ ქუჩიდან არის შესაძლებელი.
სხვა გზა არ არის თუ ქუჩაში არ გამოვალთ, არ დავდგებით. ამ ხელისუფლებასთან განსხვავებული ბრძოლა არ შეიძლება. მათ პირდაპირ გამოამჟღავნეს, რომ სახელმწიფო აღარ არსებობს. ოჯახები გაჩხრიკეს, ზოდები წამოიღეს და არაფერს ლაპარაკობენ, არც დაუპატიმრებით, არც არაფერი. ანუ ეს ნიშნავს, რომ ყველას ასე მოექცევიან. რაც მეტი გავალთ, რაც უფრო დროზე გავალთ, რაც მეტად ორგანიზებული ვიქნებით, მით ახლოაა მათი გაშვება, - ამბობს ისტორიკოსი ბეჟან ჯავახია.
მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა აჩვენს, რომ არაფრის ეშინია და უკან არ დაიხევს.
ერთი წლის წინ მათ გაამჟღვანეს, როგორ შეუძლიათ, ჩამოშალონ ქვეყანა და გაანადგურონ და ჩვენ დღეა, ფაქტობრივად, საზოგადოება, ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, სინდისის და პოლიტიკური პატიმრებია, დიდი ბრძოლის შედეგად ერთი წელია ასეთ საოცარ აქტივობას იჩენს ჩვენი საზოგადოება და ამით ვამაყობ. რაც შეეხება ქოცებს, მათი საშველი არ არის. ისინი არიან პირწავარდნილი მოღალატეები. ისინი ანგრევენ ქართულ სახელმწიფოებრიობას, ქართულ მენტალობას და სწორედ ამ ერთი წლის თავზე ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა დავამტკიცოთ, ვუთხრათ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ დავიხევთ უკან, რომ ქართული საზოგადოება არ დაშინდება, - ამბობს მხატვარი გია ბუღაძე.
26 ოქტომბრის მნიშვნელობაზე საუბრობს ოპოზიციაც.
ის, რაზეც დგას დღეს ბიძნა ივანიშვილი, არის შიში. მას აღარ სჭირდება არც მხარდაჭერა, არც მოწონება, არც სიყვარული ქართული საზოგადოებისგან. მას მხოლოდ და მხოლოდ სჭირდება შიში. 26 ოქტომბერს ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ ქვეყნის ათასობით მოქალაქე მზადაა, ივრძლოს ქვეყნის მომავლისთვის, თავისუფლებისთვის ყველა იმ მნიშვნელოვანი ღირებულებისთვის, რისთვისაც ამდენია დღეა ქუჩაში ვდგავართ, - ამბობს "დროას" წევრი გიგა ლემონჯავა.