"მედია მტერი არ არის, მტერი რუსეთია" - ბათუმში მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ბათუმში მედიის მხარდაჭერი დემონსტრაცია გაიმართა. საკონტტიტუციო სასამართლოსთან მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და უკანონოდ დაკავებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს. "მედია მტერი არ არის, მტერი რუსეთია"- თქვეს აქციაზე ჟურნალისტებმა.
დემონსტრანტებს ხელში საპროტესტო ბანერები ეკავათ წარწერებით "პიბადე კრიმინალი არ არის", "იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის". შეკრებილებს თან აქვთ მზია ამაღლობელის ფოტოც.
ჩვენი დევნა არავისთვის იქნება სიკეთე. არც იმ პოლიციელებისთვის,რ ომლებიც გვიღებენ ახლა ფოტოებს, არც იმათთვის, ვინც იზოლატორებში თუ დაკავების მანქანებში ფიზიკურად უსწორდებიან და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფებენ ადმაიანებს. არავისთვის ეს სიკეთე არ იქნება. ეს ყველას დაუბრუნდება მერე სათითაოდ. ყველას მოუწევს ამაზე პასუხისგება. დაანებეთ მედიის დევნას თავი! - თქვეს აქციაზე მედიის წარმოამდეგნლებმა.