სასამართლომ აქციების მონაწილე, პენსიონერს, გიორგი ვაჩაძეს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გიორგი ვაჩაძე, მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ერთ-ერთი 82 წლის პენსიონერი მონაწილე სამართალდამრღვევად ცნო აქციაზე "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" საბაბით.
მას სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავერცელა, სადაც დაწერა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი.