სასამართლომ ჟურნალისტი ირაკლი წულაია 8-დღიან პატიმრობაში გაუშვა
სასამართლომ ჟურნალისტი ირაკლი წულაია "გზის უკანონო გადაკეტვაში" დამნაშავედ ცნო და 8-დღიან პატიმრობაში გაუშვა.
წამყვანმა ცოტა ხნის წინ სიტყვით მიმართა სასამართლოს და თქვა, რომ არალეგიტიმური პარლამენტის კანონებს არ აღიარებს.
მე არ ვაღიარებ ამ არალეგიტიმური პარლამენტის კანონებს და ჩემი პროტესტი იყო ის, რომ არ დავემორჩილო იმ კანონებს, რომელსაც ეს არალეგიტიმური პარლამენტი იღებს. ეს იყო ჩემი პოლიტიკური აქტი და მინდა ყველას დავანახო, რომ არ დაემორჩილონ ამ კანონს", - განაცხადა წულაიამ.
ირაკლი წულაიას პოლიციამ დღეს, სახლთან ჩასაფრება მოუწყო და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ხელბორკილები დაადო.