სასამართლომ აქტივისტი ლიზი უბილავა 6 დღით ციხეში გაუშვა

22.10.25 19:49
სასამართლომ აქტივისტი ლიზი უბილავა 6 დღით ციხეში გაუშვა

სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი ლიზი უბილავა რუსთაველის გამზირის "უკანონო გადაკვეთაში" დამნაშავედ ცნო და 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ახალგაზრდა ქალი საკუთარი სახლიდან, დღეს, ჩუსტებით გაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად მოქალაქეებს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით აკავებენ.

დაკავებულების ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც არიან. 

მსგავსი სიახლეები