რუსთაველის გამზირზე პოლიცია მოქალაქეებს აკავებს - დაკავებულთა შორისაა ვაჟა გაფრინდაშვილი

22.10.25 20:27
რუსთაველის გამზირზე პოლიცია მოქალაქეებს აკავებს - დაკავებულთა შორისაა ვაჟა გაფრინდაშვილი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოქალაქეებს აკავებს. 

პოლიციამ აქციის მონაწილეები დაკავების მანქანაში იმ დროს გადაიყვანა, როდესაც ისინი ტროტუარზე იდგნენ. 

კადრებში ჩანს, რომ დაკავებულებს შორის არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ დროისთვის 15-ზე მეტი აქციის მონაწილეა დაკავებული. 

დაკავებების შემდეგ პოლიციამ პარლამენტის წინ, ტროტუართან ე.წ. ცოცხალი კედელი აღმართა და მოქალაქეებს გზაზე გადასვლის საშუალებას აღარ აძლევს.

შენიშვნა: მარიამ ნიკურაძის ფოტო

მსგავსი სიახლეები