დაკავებების შემდეგ პოლიციამ ტროტუართან ე.წ. ცოცხალი კედელი აღმართა
რუსთაველის გამზირზე დაკავებების შემდეგ პოლიციამ ტროტუართან ე.წ. ცოცხალი კედელი აღმართა და მოქალაქეებს გზაზე გადასვლის საშუალებას აღარ აძლევს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია 10-ზე მეტი მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აქტივისტებმა პარლამენტის მიმდებარედ გზის გადაკეტვა სცადეს, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა, მათ შორის ვაჟა გაფრინდაშვილიც.